ერთ თვეზე მეტია, 31 წლის მამაკაცს, გიორგი მამულაშვილს ეძებენ. გიორგი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე სახლიდან 10 დეკემბერს, ღამის 23:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
როგორც გიორგის დამ, ანა მამულაშვილმა „ფორტუნას“ უთხრა, ამ დროისთვის, ოჯახს სიახლე არ აქვს და მის ძმას პოლიცია კვლავ ეძებს.
ანა მამულაშვილი ძმას სოციალურ ქსელში, საჯაროდ მიმართავს და წერს:
„ახალმა წელმა, ძველმა წელმა გაიარა. ხვალ უკვე ნათლისღება დგება. გიორგი, ნუთუ არ მოგენატრეთ. გამოჩნდი და გვითხარი, სად ხარ, როგორ ხარ. როგორც შენს გულს გაუხარდება ისე იყავი“, – წერს ანა მამულაშვილი სოციალურ ქსელში.
ახალმა წელმა ძველმა წელმა გაიარა.ხვალ უკვე ნათლისღება დგება.გიორგი ნუთუ არ მოგენატრეთ.გამოჩნდი და გვითხარი სად ხარ როგორ ხარ.როგორც შენს გულს გაუხარდება ისე იყავი
Posted by Ana Mamulashvili on შაბათი, 18 იანვარი, 2025