LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნებამ“ ადამიანური ფაქტორები იმდენად დაკარგა, რომ მზად არის, მზია სიკვდილისთვის გაწიროს“ – გიორგი ვაშაძე

133
2025-02-17_23-52-51_915772

„ოცნებამ“ ადამიანური ფაქტორები იმდენად დაკარგა, რომ მზად არის, მზია სიკვდილისთვის გაწიროს, – აღნიშნულის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს.

მან მზია ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„ძალიან ვნერვიულობთ ყველა. როგორც ჩანს, მძიმეა სიტუაცია. მორალდაკარგულია ხელისუფლება. რა უნდა გამოიძიოს ხელისუფლებამ, როდესაც ჟურნალისტს, ფაქტობრივად, ტყუილად ციხეში სვამ და მზად ხარ, რომ სიკვდილისთვის გაწირო. “ოცნებამ” ადამიანური ფაქტორები იმდენად დაკარგა, რომ მზად არის, სიკვდილისთვის გაწიროს.

მზია არის ადამიანი, რომელიც სიმბოლო გახდა იმ ბრძოლის, რაც რეჟიმის წინააღმდეგ გვაქ. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, ივანიშვილს, კობახიძეს. ყველანაირი პასუხისმგებლობა აქვთ მათ და ამას ვერ გაექცევიან. ვთხოვ მზიას, რომ შიმშილობის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 37 დღეა შიმშილობს.

ზურაბ ჩხაიძე: მივმართავ მზია ამაღლობელის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, დაარწმუნონ, რომ სრულად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაცია, რაც პირველ რიგში, ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი

ზურაბ ჩხაიძე: მივმართავ მზია ამაღლობელის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, დაარწმუნონ, რომ სრულად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაცია, რაც პირველ რიგში, ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g