LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნების” კანდიდატსაც მივმართავ – მისი მერიც ვიქნები: ანზორ მელია

45
BeFunky-collage (17)

“დიდი მადლობა, ჩემო ზუგდიდელებო, იმ მხარდაჭერისთვის, იმ სიმამაცისთვის, რაც თქვენ ამ ომში გამოიჩინეთ. მადლობა ყველას და მერწმუნეთ, ვიქნები თქვენი ოჯახის მერი. კანდიდატსაც მივმართავ – მაგის მერიც ვიქნები”,- ამის შესახებ ზუგდიდის ენმ-ის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ განაცხადა.

მისი სიტყვებით,”დამთავრდება ის დაპირისპირება, რაც აქამდე იყო.

“მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გვერდიდან არ მომშორებიან და გამარჯვებისთვის ვაჟკაცურად იბრძოდნენ”. – თქვა მან ბრიფინგზე.

ანზორ მელიამ მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილსაც.

“მინდა, მადლობა მოვახსენო ჩემს უძვირფასეს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილს იმ თანადგომისთვის, იმ სიყვარულისთვის, რასაც მე ვგრძნობდი ციხიდან გამოგზავნილ წერილებში. მადლობა ყველას და მერწმუნეთ, მე გავამართლებ თქვენს ნდობას”. – თქვა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g