LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნების” პოლიტსაბჭოში დიდი ალბათობით, ილია ნაკაშიძეს ვერ ვიხილავთ: “ალბათ, უპირატესობას ჩემს საექიმო საქმიანობას მივცემ”

115
BeFunky-collage

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტს სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძე კვირის ბოლოს ოფიციალურად დაიკავებს. ახალი თავმჯდომარე პარტიის ყრილობაზე 16 იანვარს უნდა აირჩიონ. შაბათს დელეგატებმა პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობაც უნდა დაამტკიცონ.

კობახიძის კანდიდატურას რომ ერთსულოვანი მხარდაჭერა ექნება ამაზე “ქართული ოცნების” ლიდერები ღიად საუბრობენ.

სარჯველაძე: კობახიძის ლიდერობით ყველა ამოცანას თავს გავართმევთ, ღირსეული კანდიდატია

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს – მისი წევრთა რაოდენობა 15-დან 21-მდე იზრდება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პარტიაში ბევრი ახალი სახე იქნება.

 

ცნობილი ხდება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში დიდი ალბათობით, ილია ნაკაშიძეს ვერ ვიხილავთ.

“მინდა გითხრათ, რომ დიდი ალბათობით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი არ ვიქნები, გამომდინარე ჩემი პროფესიიდან… თუმცა გადაწყვეტილება გუნდმა უნდა მიიღოს…

თქვენ იცით, რომ მე არ ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი და ნებისმიერ შემთხვევაში შევიცვლი ჩემს პროფესიულ საქმიანობას მომავალში. პროფესიით ექიმი ვარ და ალბათ, უპირატესობას მივცემ ჩემს საექიმო საქმიანობას“, – აცხადებს ილია ნაკაშიძე.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა შაბათს, 16 იანვარს გაიმართება. ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

გარანტია, რომ კიდევ არ მოვა, არ არსებობს: ექსპერტები ივანიშვილის მეორედ წასვლას აფასებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები