კენდალ ჯენერი ამჯერად პარიზში იმყოფება, სადაც ახალგაზრდა მოდელი პაპარაცებმა გადაიღეს. მოდელს The Row-ს ახალი საგაზაფხულო კოლექციიდან ულამაზესი კაბა აცვია, რომელიც თავსაბურავთან და ამავე ბრენდის ფეხსაცმელთან აქვს შეხამებული.
კენდალის ახალი ლუქი მედიაში ოდრი ჰეპბერნის ცნობილ ანსამბლს შეადარეს ფილმიდან „საუზმე ტიფანისთან. ლეგენდარულ ჰეპბერნსაც ფილმში შავი კაბა აცვია, რომელიც დაბალქუსლიან ფეხსაცმელთან და ხელთათმანებთან აქვს შეხამებული.
როცა სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს – კენდალ ჯენერი კიბეებზე ვერაფრით ადის