LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდრი ჰეპბერნს მუდამ სევდიანი თვალები მამის გამო ჰქონდა, რომელმაც ის ბავშვობაში მიატოვა

429
odrihepbern2029

ლეგენდარული ოდრი ჰეპბერნის ცხოვრება არ იყო მარტივი. მან ბავშვობის წლები ნიდერლანდებში გაატარა, კარიერა კი ლონდონში დაიწყო. მიუხედავად ამისა, ოდრი მუდამ ამერიკელ მსახიობად ითვლებოდა, რადგან საქვეყნო აღიარება მას ფილმებმა „რომაული არდადეგები“ და „საუზმე ტიფანისთან“ მოუტანა.

ოდრის ჰქონდა არაჩვეულებრივი ბავშვობა. დედა ჰერცოგინია გახლდათ და ნიდერლანდების დედოფალს ენათესავებოდა. პატარა ოდრი ადრიანა, როგორც მას მშობლებმა დაარქვეს, იზრდებოდა უზრუნველად და ბედნიერად. როგორც თავად ჰყვება, ყველაფერი მაშინ დაინგრა, როცა მშობლებმა განქორწინების გადაწყვეტილება მიიღეს. საქმე იმაშია, რომ ოდრი უზომოდ იყო მიჯაჭვული მამაზე. დედა მას საკმაოდ მკაცრად ექცეოდა, ამიტომ მამის წასვლის შემდეგ ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. უმძიმესი აღმოჩნდა მეორე მსოფლიო იმის პერიოდი, რადგან დედა ჯერ ნაცისტური გერმანიის მხარდამჭერი იყო, შემდეგ კი პოზიციები შეცვალა. ოჯახი შიმშილობდა, ამან კი ახალგაზდრა ჰეპბერნის ჯანმრთელობას სამუდამო კვალი დაასვა. მას ქრონიკული ანემია განუვითარდა.

ომის დასრულების შემდეგ ოდრი ბალეტმა გაიტაცა, მას ძალიან უყვარდა ცეკვა. სუსტი აღნაგობის გამო მას ცეკვის გაგრძელებაზე უარი უთხრეს, რის გამოც ძალები ბროდვეის სპექტაკლებში მოსინჯა. მასთან უდიდესი წარმატება სწორედ ეპიზოდური როლებით მოვიდა. პირველი ფილმი, სადაც ის მთავარ როლზე დაამტკიცეს, იყო „რომაული არდადეგები“. ფილმის აფიშაზე ოდრი ჰეპბერნის სახელი პატარა ასოებით დაიტანეს, რადგან აქ მთავარი ვარსკვლავი გრეგორი პეკი იყო. ამას  მოჰყვა რამდენიმე სუპერ პოპულარული ფილმი. ოდრის ცხოვრებაში იყო ბევრი იმედგაცრუება, კარიერაშიც, პირადშიც, თუმცა იყო არნახული წარმატება და საქვეყნო აღიარება. ამის მიუხედავად, ოდრი ჰეპბერნის სევდიანი თვალები არასოდეს გვავიწყდება. ყველა აღიარებს, რომ ეს ბავშვობის დიდი ტრავმაა, სწორედ იმდროინდელი, როცა ის მამამ სამუდამოდ მიატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g