LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოჯახი 10 წელია თბილისშია – სადღაც დაწესებულებაში დაცვად მუშაობდა… ამ დილით, ტელევიზიით ვნახე რომ დაუჭერიათ“ – რას აცხადებენ დაკავებულის ოჯახის წევრები

1583
კესარია აბრამიძე - დაკავებულის ოჯახი

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 26 წლის ბექა ჯაიანია, რომელიც მედიის ინფორმაციით, წარმოშობით სენაკიდანაა.

ბექა ჯაიანის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ ამ ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, რადგან თავად ბრალდებული წლებია თბილისში ცხოვრობს.

„დედამ ჩამაბარა და მითხრა – ჩემს თბილ გოგოს თქვენ გაბარებთ , ვიცი არავის დააჩაგვრინებთ… თავდაჯერებული, მიმნდობი, ხალისიანი და მხიარული, საოცარი იუმორის გრძნობით! უცებ გახდა მთელი კოლექტივის ლიდერი“ – კესარია აბრამიძეს ემოციური პოსტით ემშვიდობებიან

„იანვრის მერე აქ არ ყოფილა… არაფერი არ ვიცოდით… ოჯახი 10 წელია თბილისშია, მეორე ბავშვი სწავლობს იქ. ბექა სადღაც დაწესებულებაში მუშაობდა, დაცვად. ამ დილით, ტელევიზიით ვნახე რომ დაუჭერიათ“, – განუცხადა „მთავარ არხს“ ბექა ჯაიანის ოჯახის წევრმა.

ვიდეო: „ეჭვიანობის მომენტებიც იყო, ხმამაღალი საუბარი, რასაც მე შევესწარი, შეურაცხყოფა, მუქარები…“ – რას ამბობენ მოკლული კესარია აბრამიძის მეზობლები

აბრამიძის მეზობლები მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ტრანსგენდერი ქალის მეზობლები ეჭვიანობას ასახელებენ.

ბექა ჯაიანის შესახებ ნაკლები ინფორმაცია აქვთ მეზობლებსაც, როგორც ისინი აღნიშნავენ ჯაიანი დიდი ხანია სენაკში არ ყოფილა და მასთან ნაკლები ურთიერთობა ჰქონდათ.

მედიის ცნობით, სენაკში, ბექა ჯაიანის საცხოვრებელ სახლში პოლიციას გასულ ღამეს იმყოფებოდა. დაკავებულის მამა, თბილისის საგამოძიებო უწყებაში, გამოკითხვაზე გუშინ გადაიყვანეს.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

„საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას“ – სალომე ზურაბიშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობაზე

გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

კესარია აბრამიძეს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ის გუშინ საღამოს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში იპოვეს მოკლული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g