LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახიდან წასვლის შემდეგ, სამეფო ოჯახმა პრინც ჰარის დაბადების დღე პირველად მიულოცა

206
პრინცი ჰარი

პრინცი ჰარი 40 წლის გახდა. ამ დღეს. პირველად ბოლო სამი წლის მანძილზე, სამეფო ოჯახმა დუმილი დაარღვია და სასექსის ჰერცოგს დაბადების დღე ოფიციალურად მიულოცა. ჰარის ფოტო მეფე კარლის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა წარწერით „ვუსურვებთ სასექსის ჰერცოგს ბედნიერებას 40 წლის იუბილეზე“. ჰარის ფოტო ექვსი წლის წინ, დუბლინშია გადაღებული.

ახლა დასავლური მედია ცდილობს გაარკვიოს, ეს სამეფო ოჯახის მხრიდან გადადგმული პირველი ნაბიჯია შესარიგებლად, თუ უბრალოდ ოფიციალური ჟესტი.

შეგახსენებთ, რომ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ სამეფო ოჯახიდან გასვლის შესახებ 2020 წელს განაცხადეს, მას შედეგ ყველა კონტაქტი მხარეებს შორის, გაწყვეტილია.

ძმებს შორის არსებული ყინული ქეით მიდლტონმა გაალღო – სიმსივნესთან მებრძოლმა პრინცესამ შესაძლოა, პრინცი ჰარი სახლში დააბრუნოს

პრინცი ჰარი სიმსივნით დაავადებულ მამას შეხვდა, ძმასთან შერიგებაზე კი, უარი განაცხადა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g