LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოჯახიდან ყველა დივაისი მიაქვთ. ბავშვის ლეპტოპიც“ – ამერიკული კვლევითი ცენტრის თანამშრომლის, სოფო გელავას სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

222
სოფო გელავა

ატლანტიკური საბჭოს (Atlantic Council) თანამშრომლის, სოფო გელავას სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გელავას მეუღლე, პარტია „ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ნონიაშვილი წერს.

როგორც იგი ამავე პოსტში აღნიშნავს, ოჯახიდან ყველა კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს:

„ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა – ამოღება. მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც. საფუძველი – Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, რომლის თანამშრომელიც სოფოა”. – წერს გიორგი ნონიაშვილი.

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების დაზუსტებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ცდილობს – ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

ცნობისთვის, ატლანტიკური საბჭო ცნობილი ამერიკული კვლევითი ცენტრია (Think Tank), რომელიც 1961 წელს არის დაფუძნებული.

ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა- ამოღება. მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც. საფუძველი – …

Posted by Giorgi Noniashvili on Wednesday 23 October 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g