LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, სოციალური დახმარების შეწყვეტა აღარ მოხდება

120

“ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, სოციალური დახმარების შეწყვეტა აღარ მოხდება” – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. მისივე თქმით, შესაბამის საკითხზე დღევანდელ მთავრობის სხდომაზეც იმსჯელეს.

„დემოგრაფიული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ხდებოდა ოჯახის სოციალური მდოგმარეობის თავიდან გადაფასება და ეს გადაფასება სანამ არ დასრულდება იმ პერიოდის განმავლობაში სოციალური დახმარება იყო შეწყვეტილი. ეს განსაკუთრებით მტკივნეული იყო როცა ოჯახის წევრის გარდაცვალება ხდებოდა. წყდებოდა სოციალური დახმარება, ხდებოდა გადაფასება და ეს ზოგჯერ სამ თვეზე მეტხანს გრძელდებოდა და მერე თუ ისევ იმ ქულებში მოიქცეოდნენ კომპენსირდებოდა წინა თვეები. შეწყვეტილi შემთხვევების 50%-ში ისევ ხდებოდა აღდგენა. ახლა კი გარდაცვალების შემთხვევაში სოციალური დამხარების წყვეტა აღარ იქნება და ამ ცვლილებით ეს მოგვარდება,“ – აღნიშნა სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g