LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახში 138 წლის განმავლობაში პირველი გოგონა დაიბადა

147
first-daughter-1-ht-bb-230404_1680624955485_hpMain_16x9_992

მიჩიგანის შტატში მცხოვრები ენდრიუ კლარკი გოგონას მამა გახდა. ეს შემთხვევა ალბათ არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა ის ფაქტი, რომ კლარკების საგვარეულოში ბოლო 138 წლის განმავლობაში მხოლოდ ვაჟები იბადებოდნენ, წერს Good Morning America.

ენდრიუს მეუღლის, კეროლინის თქმით, ის ძალიან გაოცებული იყო როცა, გაიგო რომ მისი ქმრის ოჯახში 1885 წლიდან გოგო არ დაბადებულა. ამ დროს მათ უკვე ჰყავდათ ერთი ბიჭუნა და მეორე შვილის გაჩენა გადაწყვიტეს.

„როდესაც ორსულობის შესახებ გავიგეთ, სიმართლე გითხრათ მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ გვეყოლებოდა – ბიჭი თუ გოგო. ჩვენ უბრალოდ მადლიერები ვიყავით და ვლოცულობდით, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო, ბავშვი ჯანმრთელი დაბადებულიყო“, – იხსენებს კეროლინი.
როდესაც ენდრიუმ გაიგო, რომ გოგონას მამა გახდებოდა რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმას ვერ იღებდა, სიხარულისგან ნამდვილი შოკი დაემართა.

კეროლის ორსულობამ გართულებების გარეშე ჩაიარა და 2023 წლის 17 მარტს წყვილს ჯანმრთელი ბავშვი შეეძინათ, პატარას ოდრი დაარქვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები