LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახური კონფლიქტის დროს დაღუპული რვა თვის ჩვილის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

94
ბრალის წარდგენა/დაკავება

გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის დროს დაღუპული რვა თვის ჩვილის საქმეზე დაკავებულს, ყვარლის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი წარუდგინეს. დაცვის მხარეს საქმის მასალები გადაეცა, მამაკაცი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს – ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატის მინარი მურღვაშვილი ავრცელებს.

ცნობისთვის, ოჯახური კონფლიქტი გურჯაანში გუშინ მოხდა, რა დროსაც მამაკაცმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 8 თვის შვილი კი, რომელიც ამ დროს დედას ხელში ეჭირა, გონების დაკარგვის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამაკაცი გუშინ დააკავა. მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. მომხდარზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ძალადობას გულისხმობს.

დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის საკითხზე გურჯაანის სასამართლო 11 მარტს იმსჯელებს.

როგორ გარდაიცვალა მშობლების კონფლიქტის დროს მცირეწლოვანი ბავშვი – შსს განცხადებას ავრცელებს

 

mazda magti 5g