LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოხანაშვილი პრეზიდენტზე: ვერ გეტყვით, რამდენად იქნება ობიექტური, პოლიტიკურად ნეიტრალური და რამდენად შეძლებს პროცესი მართოს

57
სალომე ზურაბიშვილი და ანრი ოხანაშვილი

„ვერ გეტყვით, რამდენად იქნება სალომე ზურაბიშვილი ობიექტური, პოლიტიკურად ნეიტრალური და რამდენად შეძლებს პროცესი მართოს“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და უპასუხა კითხვას, რამდენად ხედავს ამ პროცესში მედიატორის როლში სალომე ზურაბიშვილს.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, თავად იდეა კარგია და პოლიტიკურმა პარტიებმა პოლარიზაციის შემცირებისკენ ნაბიჯები უნდა გადადგან.

„როგორ შეიძლება ამ იდეის მოწინააღმდეგე იყოს ვინმე, ვინც საღად აზროვნებს, რომ რაც შეიძლება ნაკლებად პოლარიზებული გარემო იყოს. რა თქმა უნდა, იდეა კარგია, ყველა უნდა ვაკეთებდეთ საქმეს, რაც პოლარიზაციას შეასუსტებს.

შესაბამისად, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და ვართ, ამიტომ ვთხოვდით ოპონენტებს, რომ 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობა იქნება ამ პოლარიზაციის შემამსუბუქებელი გარემოება. ამისთვის მზად ვართ დღემდე და კარი ღიაა ყველასთვის. ჩვენ არ ვართ რადიკალიზაციის და პოლარიზაციის მხარეს, ის პოლიტიკური ჯგუფები არიან რადიკალიზაციის და პოლარიზაციის მხარეს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობას არ იღებს.

მე ვერ გეტყვით, რამდენად იქნება ობიექტური და ნეიტრალური პოლიტიკურად ადამიანი (სალომე ზურაბიშვილი) და რამდენად შეძლებს ეს პროცესი მართოს.

სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ვიხილეთ განცხადებები და ვიხილეთ ე.წ. მოტივირებული შენიშვნები, რომელსაც არავითარი საერთო არ ჰქონდა არც ევროპულ სტანდარტთან და არც ევროპულ მიდგომასთან.“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა განაცხადებით, ეროვნული თანხმობის მიღწევაზე მისი ძალისხმევა კვლავ იქნება გაწეული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები