LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტები ქალაქ პოპასნაიას რუკიდან შლიან! დამპყრობლები უმოწყალოდ წვავენ ქალაქს! – ლუგანსკის გუბერნატორი

102
Untitled design (5)

“რუსი სამხედროები ლუგანსკის ოლქში, ქალაქ პოპასნაიას არა მხოლოდ ანადგურებენ, არამედ რუკიდან შლიან”, – ასე ეხმიანება ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი გაიდაი მედიაში გავრცელებულ კადრებს.

ოკუპანტების მიერ განადგურებული ქალაქის კადრები დრონით არის გადაღებული. მედიის განცხადებით, უცნობია, კონკრეტულად როდის გადაიღეს ვიდეო, მაგრამ ბოლო დღეებში ქალაქში ინტენსიური ბრძოლები იყო.

“პოპასნაია განადგურდა. განსაცვიფრებელი ნგრევა, სასტიკი ბრძოლა, რომელიც გრძელდება შეუფერხებლად. დამპყრობლები უმოწყალოდ წვავენ ქალაქს. ვიდეო, სავარაუდოდ, რაშისტმა სადაზვერვო თვითმფრინავმა გადაიღო: მისი დანიშნულება უკრაინის დამცველებზე ნადირობა იყო.

ლუგანსკის რეგიონის მცხოვრებლებმა ეს ჯერ კიდევ თებერვალში გაიგეს… ვიდეოში ჩანს, რომ პოპასნაიას ცენტრი თითქმის მთლიანად განადგურებულია. ეს არის რუსული არტილერიისა და სარაკეტო დარტყმის შედეგები”, – წერს გაიდაი.

ვიდეოს გაანალიზებისა და მისი ავთენტურობის დადგენის შემდეგ, CNN-ის ჟურნალისტები, სამხედრო ექსპერტებზე დაყრდნობით, აცხადებენ, რომ რუსეთმა არ იცის როგორ იბრძოლოს და საბრძოლო მოქმედებებში იგი იცავს “გზად ყველაფრის სრულად განადგურების” ტაქტიკას.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g