LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ადგილს, სადაც ჰუმანიტარული დახმარება რიგდება – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი

86
Untitled design (4)

რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში, ვუგლედარში ჰუმანიტარული დახმარების საწყობს ცეცხლი გაუხსნეს.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ხუთი ადამიანი.

ამის შესახებ Telegram-ში დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ განაცხადა.

“ადგილს, სადაც ჰუმანიტარული დახმარება რიგდება, რუსმა ფაშისტებმა ცეცხლი გაუხსნეს არტილერიიდან. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაიღუპა ორი და დაშავდა ხუთი ადამიანი.

ჩვენ ვადასტურებთ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენს მიწაზე ჩადენილ ყველა დანაშაულს. დამნაშავეს არ ეპატიება”, – წერს კირილენკო.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g