LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოკუპანტებმა საზღვარი გადმოკვეთეს” – პროვოკაცია ხურვალეთში

71
1

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ხურვალეთში რუსი სამხედროების მხრიდან მორიგ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.

ქაცარავას ინფორმაციით, ქართველ სამართალდამცავებს რეაგირება არ მოუხდენიათ, ამის შესახებ აქტივისტი სოციალურ ქსელ, ფეისბუქში წერს.

როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი განმარტავს, ოკუპანტები სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულები იყვნენ და მათ საოკუპაციო ხაზი 2ჯერ გადმოკვეთეს და დებოში მოაწყვეს.

“ხურვალეთში გუშინ განვითარებული ამბავი ამ ეტაპისთვის შემდეგნაირად გამოიყურება:
რუსების “ტაბლეტკით” სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა 2 ჯერ გადმოკვეთეს ოკუპაციის ხაზი, ჩამოვიდნენ ხურვალეთის სასაფლაომდე, მოაწყვეს დებოში, პოლიციამ არ დააკავა ისინი, გააბრუნა უკან.
2 ჯერვე ეს “სამოქალაქო პირები” დაბრუნდნენ რუსების საგუშაგოზე და თავისი მცდელობები განახორციელეს იმ დროს, როდესაც პოლიცია სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიას ტოვებდა.
ეს არის ამ ეტაპზე ინციდენტის აღწერა, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ჩვენ ვბრუნდებით ხურვალეთში”

 

magti 5g