ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის კიდევ 124 შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
როგორც შტაბში განაცხადეს, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონში სულ 489 ტესტი ჩატარდა.
მონაცემები ამ დროისთვის რეგიონში ასეთია:
- გუდაუთას საავადმყოფოში მოთავსებული 112 ადამიანიდან 101 კოვიდინფიცირებულია.
- 32 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 30-ის კი საშუალო სიმძიმის.
- სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ-19-ის დიაგნოზით 35 პაციენტს მკურნალობენ, ოჩამჩირეში – 22-ს.
- ოკუპირებულ აფხაზეთში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სულ კორონავირუსის 8 135 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- ინფექცია დაამარცხა 6 345-მა ადამიანმა, 102 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსის შეკავების მიზნით, მოქმედებს რეგულაციები – დაკეტილია სავაჭრო ობიექტები, სპორტული და გასართობი დაწესებულებები. შეწყვეტილია სწავლა.