LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

123
BeFunky-collage (26)

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 32 ადამიანს დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტესტირება 190 მოქალაქეს ჩაუტარდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 37 პაციენტია მოთავსებული, აქედან 14-ის მდგომარეობა მძიმეა. დღეს ვირუსს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 12 777 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 12 112 პაციენტი, ხოლო 197 გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g