LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ გალში დააკავეს ქართველი, რომელმაც  ე.წ. აფხაზეთის დროშა დაწვა

504
BeFunky-collage - 2020-10-01T101746.670

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის გამო ოკუპირებული გალის რაიონში, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებია დააკავეს. ინფორმაციას დაკავების შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ირაკლი ბებიამ დროშა “აფხაზეთის გამარჯვების“ წლისთავზე დაწვა, რომელსაც დე ფაქტო რეჟიმი 27 სექტემბრიდან აღნიშნავენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ის დროშის დაწვის ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ ქართველების და აფხაზების დაყოფის თარიღი არ უნდა აღინიშნებოდეს და ის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა.

ირაკლი ბებიას დაკავების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ცხელი ხაზი” ამოქმედდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები