ოკუპირებულ სოხუმში აქციის მონაწილეებმა შეიმუშავეს რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ. კერძოდ, ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიცია ე.წ. პრეზიდენტის, „თანამდებობიდან“ გადაყენების სამართლებრივი პროცედურის დაწყებას ითხოვს.
ოპოზიცია ასევე მოითხოვს, პროცედურის განმავლობაში ასლან ბჟანიას არ ჰქონდეს „ენერგეტიკული, ქონებრივი და საგარეო პოლიტიკური ინიციატივების“ განხორციელების უფლება“.
სოხუმში ოპოზიციის მომხრეებმა, გუშინ ე.წ. პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს. ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებაც მოხდა.
აქციის მონაწილეები ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისში, რეფორმების თაობაზე საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში და ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების პროგრამის არარსებობაში ადანაშაულებენ.