LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, კარანტინის ნაცვლად, ტესტირებას დაექვემდებარებიან

75
Untitled design (2)

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები ასევე, ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან.

როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g