LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მედიკამენტების დეფიციტია: ქართული წარწერით წამლების გაყიდვა იკრძალება

80
unnamed (1)

საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული წარმოებისა და წარწერის მქონე წამლების ამოღება დაიწყო. ამ მიზეზით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მედიკამენტების დეფიციტია. ამის შესახებ სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საუბრობს.

ის იმასაც აღნიშნავს, რომ ე.წ. საზღვარს მიღმა დარჩენილ ადამიანებს ქართულ ენაზე განათლების მიღების საშუალება არ ეძლევათ.

“ის, რომ მედიკამენტების ამოღება დაიწყეს ქართული წარწერებით, პირდაპირ არის მიმართული ადამიანების წინააღმდეგ და არა მხოლოდ ქართველები, არამედ ძალიან ბევრი ეთნიკური ოსი მოსახლე ზარალდება. ამ ყველაფერთან ერთად, რაც ხდება და რაც არის ძალიან შემაშფოთებელი, არის ქართულ ენაზე სწავლების სრული აკრძალვა, რაც წლიდან წლამდე, კიდევ უფრო მაღალ კლასებში ვრცელდება. სინქრონიზებული პოლიტიკაა საუბედუროდ. ჩვენთვის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მწვავე საკითხი,”-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვა არის ადამიანის მძევლად აყვანა, მათ შორის ოსებისაც – ქეთევან ციხელაშვილი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g