ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. შუახნის ქალის პასუხი covid 19-ზე დადებითია და ეს ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებუკმაც დაადასტურა.
50 წლის ქალს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის ოკუპირებული აფხაზეთიდან ორი დღის წინ გადმოიყვანეს.
ზუგდიდის ინფექციურმა აფხაზეთიდან პირველი პაციენტი მიიღო - ქალს კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნება
ეს პირველი პაციენტია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.
ამ დროისთვის, ზუგდიდში covid 19-ის დიაგნოზით ორი ადამიანი მკურნალობს. პირველ პაციენტს, რომელიც 67 წლის მამაკაცია, თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა.