LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტარი აფხაზეთში სუიციდების დონის სტატისტიკას ავრცელებს

102

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრმა რაულ ლოლუამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე აფხაზეთში სუიციდების დონის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და სკანდალი მოჰყვა.

სტატისტიკის თანამხად, 2018 წლის მაისსა და ივნისში, აფხაზეთში თვითმკვლელობის 12 შემთხვევა და სუიციდის 4 მცდელობა მოხდა. ინციდენტები გაგრის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის რაიონებში მოხდა, ასევე, სოხუმშიც.

„ამის შესახებ აფხაზეთის ტელევიზიაში არაფერს იტყვიან – პარლამენტის დეპუტატამდე ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია აღწევს. მე ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები, მოვლენები და ვითარებები ჩემს ამომრჩეველს გავუზიარო და – არა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის მიზნით. მე ადამიანების აზრი და ჩვენს ქვეყანაში მომხდარი მოვლენებისადმი მათი დამოკიდებულება მაინტერესებს,“ – წერს რაულ ლოლუა Facebook გვერდზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g