ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საზეიმო ღონისძიებას სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან ერთად დაესწრო.
ცოტა ხნის სოციალურ ქსელში აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიამ ”ფეისბუქში” ფოტოები გაავრცელა, სადაც არაღიარებული სახელმწიფოების დელეგაციების წარმომადგენლებთან ერთად სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგიანიც ფიგურირებს.
აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ისევე როგორც მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა, სომხეთს ოფიციალურად აღიარებული არ აქვს.