LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა საქართველოზე: „ადრე თუ გვიან მეზობლებს რეალობის მიღება მოუწევთ”

276
ბადრა გუნბა

„საქართველოს ადრე თუ გვიან მოუწევს იმ რეალობის მიღება, რომელიც ვიმყოფებით”, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეულმა პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ განაცხადა.

გუნბამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასსთან“ ინტერვიუში საქართველოსთან ურთიერთობების „მოწესრიგების“ საკითხებზე ისაუბრა და თქვა:

„რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა, ურთიერთქმედების საკითხები და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების საკითხები შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ საქართველოს მიერ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების, ასევე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ფუნდამენტური დოკუმენტების ხელმოწერის პირობებში.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო ნამდვილად მზად არის ასეთი ნაბიჯების გადასადგმელად. ადრე თუ გვიან, ჩვენს მეზობლებს მოუწევთ გაიგონ და მიიღონ ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით“, – განაცხადა მან.

ბადრა გუნბა, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

„ჩვენ აღიარებული ვართ რუსეთის ფედერაციის მიერ, რისთვისაც მადლობლები ვართ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინის, დმიტრი ანატოლიევიჩ მედვედევისა და რასაკვირველია, რუსი ხალხის, ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

სერგეი შამბა: „თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის, აფხაზეთი მიესალმება ამას, როგორც შერიგების გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯს – აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი არანაირ განხილვას არ ექვემდებარება“

მისი თქმით, საქართველომ ასევე უარი უნდა თქვას ფორმულირებებზე, რომლებიც ხელს არ უწყობს ურთიერთობების მოწესრიგებას, კერძოდ, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

ჩვენ ყოველთვის თბილი ურთიერთობები გვქონდა რუსეთს სახელმწიფოსთან, რუსს ხალხთან, ჩვენ ისტორიული, კულტურული კავშირები გვაკავშირებს, და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი მჭიდრო ურთიერთქმედების შენარჩუნება და ჩვენი სახელმწიფოებრიობის შემდგომი აღიარების საკითხი ასევე შეიძლება გადაწყდეს რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, რადგან სწორედ რუსეთი გვიწევს მხარდაჭერას აფხაზეთის აღიარების გაფართოების საკითხებში, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვართ“, – განაცხადა გუნბამ.

მან რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პერსპექტივის შესახებ შეკითხვასაც უპასუხა და თქვა, რომ „არსებული სახით“ ის არ მიიღება.

„თუ საზოგადოება ამბობს, რომ ჩვენ ასეთი შეთანხმება არ გვჭირდება, ჩემთვის როგორ პასუხისმგებელი პირისთვის, აუცილებელია ყური ვუგდო ჩვენი ხალხის აზრს.

ჩემს რუს კოლეგებთან გამოვედი ინიციატივით, არ მივიღოთ ასეთი სახის გადაწყვეტილება ამ ფორმით და ჩვენი რუსი კოლეგები გაგებით მოეკიდნენ ამ საკითხს და საინვესტიციო შეთანხმება ამ სახით, დანამდვილებით, აღარ იქნება“. – აღნიშნა ბადრა გუნბამ.

ედუარდ კოკოითი: „საქართველომ უნდა ცნოს სამხრეთი ოსეთი და დაუბრუნოს ტერიტორიები“

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეულ პრეზიდენტს, ბადრა გუნბას შეხვდა. რუსული მედიის…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on Wednesday 5 March 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g