რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან, ეს გადაწყვეტილება დაგეგმილი სამხედრო წვრთნების ნაწილია – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Апсныпресс“ ე.წ. თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სამხედრო უწყების ხელმძღვანელი ვლადიმირ ანუა ამბობს, რომ „ტარდება დაგეგმილი ღონისძიებები.“
„აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მზადაა დანიშნულებისამებრ შეასრულოს ამოცანები“, – წერს სააგენტო.