LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სირიის მიერ „აღიარების“ საკითხზე საგარეო უწყებაში დიპლომატებს ხვდებიან

110

ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სირიის მიერ „აღიარების“ საკითხზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა იწყება.

დიპლომატები საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში იკრიბებიან. შეხვედრას  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა მართავს.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „ აღიარა“.

საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები