LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ბოჭორიშვილი „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

380
მაკა ბოჭორიშვილი

2026 წლის 23-24 აპრილს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობა სამუშაო სესიაში – „დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს: უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი“.

საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა სამუშაო სესიაზე – „ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე: ევროპის უსაფრთხოების ახალი სარტყელი“.

ასევე, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც შეეხება შუა დერეფანსა და საქართველოს სტრატეგიულ როლს რეგიონულ და გლობალურ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სისტემაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g