LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედია, ბელარუსი დაუბრუნდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პოზიციას – საგარეო საქმეთა მინისტრი

35
BeFunky-collage (9)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, სადაც დღეს მას „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში უსმენენ, იმედი გამოთქვა, რომ ბელარუსი დაუბრუნდება პოზიციას, რომელიც ჰქონდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

„მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ბელარუსი მყარად დაუბრუნდება იმ პოზიციას, რომელიც ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ მსგავსი ტიპის გამოვლინებები, რაც აზიანებს ჩვენ ქვეყანას, აღარ იქნება მომავალში“, – განაცხადა მინისტრმა.

„მე და პუტინი ერთ დასკვნამდე მივედით, აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ“ – რატომ ჩავიდა ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში

ინალ არძინბა: ლუკაშენკოს ვიზიტზე საქართველოს რეაქცია არ გვაღელვებს

დარჩიაშვილის თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ თანმიმდევრული ნაბიჯები გადადგა:

„გავაკეთეთ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე, იყო პრემიერის გამოხმაურება, ჩემი გამოხმაურება; ჩვენ გამოვიძახეთ ბელარუსის ელჩი საქართველოში ახსნა-განმარტებისთვის და გადავდგით ყველა დიპლომატიური ნაბიჯი, რაც უნდა გადადგას ასეთ დროს ქვეყანამ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

„რუსეთს სურს აფხაზებს აჩვენოს, რომ გაჩნდება კიდევ ერთი ქვეყანა – ბელარუსი, რომელმაც შესაძლოა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა.. ლუკაშენკომ პასუხი უნდა აგოს“ – უჩა ნანუაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები