LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთს სურს აფხაზებს აჩვენოს, რომ გაჩნდება კიდევ ერთი ქვეყანა – ბელარუსი, რომელმაც შესაძლოა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა.. ლუკაშენკომ პასუხი უნდა აგოს“ – უჩა ნანუაშვილი

100
BeFunky-collage (5)

როდესაც ასეთ სამწუხარო ფაქტს აქვს ადგილი, ეს ნიშნავს, რომ უკვე გადალახულია ის წითელი ხაზი, რომელზედაც ძალიან დიდი ხნის წინ იყო საუბარი – აღიარებდა თუ არა ბელარუსი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, – ასე ეხმაურება ყოფილი სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) დამფუძნებელი, უჩა ნანუაშვილი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს არაოფიციალურ ვიზიტს სოხუმში, რომელიც თბილისის თანხმობის გარეშე შედგა და რომლის გამოც, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის ელჩი დაიბარეს.

„მე და პუტინი ერთ დასკვნამდე მივედით, აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ“ – რატომ ჩავიდა ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში

ინალ არძინბა: ლუკაშენკოს ვიზიტზე საქართველოს რეაქცია არ გვაღელვებს

ვიზიტის შეფასებისას უჩა ნანუაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა, რომ აფხაზეთში არსებული ანტირუსული განწყობების ფონზე, რუსეთი ცდილობს ლუკაშენკო ერთგვარ „მაშველ რგოლად“ გამოიყენოს და აჩვენოს აფხაზებს, რომ თითქოს რუსეთი ცდილობს, სხვა დამატებითი სახელმწიფოების ჩართვას აფხაზეთის აღიარების საკითხში.

„რუსეთს ძალიან გაუჭირდა აფხაზეთში და ეს არის შედეგი პროცესის, რომელიც გრძელდება თვეების განმავლობაში. მოგეხსენებათ, აფხაზეთში იზრდება ანტირუსული განწყობები და ამას ხელს უწყობს რუსული პოლიტიკა, იგივე ბიჭვინთის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები, უძრავი ქონების პრაქტიკულად, გასხვისება ხდება. რეალურად, რუსეთმა დაიწყო ბიჭვინთის ანექსია. ცდილობს მაქსიმალურად მოახდინოს ზეწოლა აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებაზე.

პიკს მიაღწია დაძაბულობამ და დაიწყო რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ გარკვეული გამოსვლები, რაც საჯაროდ და ხმამაღლა ცხადდება და რუსეთი ცდილობს სამაშველო რგოლად გამოიყენოს ლუკაშენკო, ბელარუსი, რომელიც აქამდე ცოტა გაუგებარ პოზიციას იკავებდა.

ის [ლუკაშენკო] ერთი მხრივ, ხვდებოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამავე დროს ყოველთვის ცდილობდა ეპოვა გზა ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ლიდერებთან.

ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთს სურს აფხაზებს აჩვენოს, რომ ის დაეხმარება ბელარუსთან ურთიერთობების გაღრმავებით, რომ გაჩნდება კიდევ ერთი ქვეყანა ბელარუსი, რომელმაც შესაძლოა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

ეს იქნება ერთგვარი საბაბი იმისათვის, რომ რუსეთმა და რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფმა პოლიტიკოსებმა აფხაზეთში მოახდინონ გავლენა სხვადასხვა ჯგუფებზე და გაანეიტრალონ ანტირუსული განწყობები და ის აგრესია, რომელიც დღეს აფხაზეთშია შექმნილი რუსეთის პოლიტიკის მიმართ. რომ თითქოს რუსეთი ცდილობს სხვა დამატებითი სახელმწიფოების ჩართვას აფხაზეთის აღიარების საკითხში და ჩემი აზრით, ეს ვიზიტიც ამ პროპაგანდას ემსახურებოდა“, – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

მისივე განცხადებით, ეს ვიზიტი ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა.

აქედან გამომდინარე, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს ლუკაშენკოს პასუხისგება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგი ნაბიჯი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება იქნება.

„აქ ჩანს საქართველოს ხელისუფლების სისუსტე, რადგან დაინტერესებული უნდა იყოს ასეთ ქვეყნებთან უფრო გააქტიურდეს მუშაობა.

კარგია, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრება ლოკოკინების ქარხნის გახსნას ქვეყანაში, მაგრამ მას პირველ რიგში ევალება ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მით უმეტეს იმ ქვეყნებთან, რომელთანაც რუსეთს აქვს გავლენა.

ბელარუსთან დაკავშირებით აუცილებელია, როგორც ელჩის გამოძახება და დიპლომატიური ურთიერთობების კუთხით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რათა ჩვენ გვქონდეს პასუხი იმ წითელ ხაზზე, რომელიც გადაკვეთა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ.

მან დაარღვია კანონი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ის არის დამნაშავე და მან პასუხი უნდა აგოს. შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს მისი პასუხისგება კონკრეტული გადაცდომისთვის, როდესაც მან დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა საქართველოში.

იყო დაგმობა, შეშფოთება, რაღაც კრიტიკული განცხადების გაკეთება, მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად არ არის, რადგან თუ სათანადო პასუხი არ იქნება გაცემული, შემდეგი ნაბიჯი იქნება ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება.

ხელისუფლებამ თავის დროზე ვერ შეძლო საერთო ენის გამონახვა [ბელარუსთან] ბოლო პერიოდში საკმაოდ გაძლიერდა ქართულ-ბელორუსული ურთიერთობები მათ შორის ეკონომიკური კუთხით და სამწუხაროდ, არ ხდებოდა იმ რესურსების გამოყენება, რომელიც ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში იყო დაგროვილი ბოლო წლების განმავლობაში“, – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“

 

ამავე თემაზე იხილეთ ვრცლად:

პრეზიდენტი: ცინიკური მიდგომაა, როცა ბელარუსის პრეზიდენტი აფხაზეთში ჩავიდა ოკუპაციის კანონის, საერთაშორისო სამართლის ყველა წესის, ასევე ჩვენი ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით

ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა საქართველოსთან ურთიერთობის წითელ ხაზთან – შალვა პაპუაშვილი

ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში მიუღებელია – მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას: ილია დარჩიაშვილი

გვექნება უმკაცრესი რეაგირება ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით: ჯუანშერ ბურჭულაძე

კრამონი ლუკაშენკოზე: „პუტინის მარიონეტია – მისი აფხაზეთში ჩასვლა შეხსენებაა, რომ ბოროტების დამშვიდება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა“

ავსტრიის ელჩი: ვგმობთ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში

 

mazda magti 5g