LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება: „თბილისიდან წამოსული შემრიგებლური ტონის მიუხედავად, კვლავ აღვნიშნავთ დესტრუქციული ტერმინოლოგიის გამოყენებას… ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შექმნილი რეალობა რეალისტურად აღიქვას“

114
ოკუპირებული ცხინვალი

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილების შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.

„ქართულმა ოცნებამ“ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო

როგორც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, „ბოლო წლების განმავლობაში სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიდგომა და რიტორიკა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა“.

„თბილისიდან წამოსული გარკვეულწილად შემრიგებლური ტონის მიუხედავად, ჩვენ კვლავ აღვნიშნავთ გამსახურდიასა და სააკაშვილის დროინდელი დესტრუქციული ტერმინოლოგიისა და სუბიექტური მოსაზრებების გამოყენებას, მათ შორის ბრალდებებს „რუსული ოკუპაციის“ შესახებ და ა.შ“, – წერია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, „შექმნილი სიტუაცია საქართველოში მწვავე შიდა პოლიტიკური ბრძოლის გამოხატულებას წარმოადგენს“ და ე.წ. საგარეო უწყება „რწმენას გამოთქვამს, რომ საქართველოს მიერ არსებული გეოპოლიტიკური სტატუს-კვოს მიღება რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობიან განვითარებას ხელს შეუწყობს“.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ რეალობად აღიქვას 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შექმნილი პოლიტიკური რეალობა“, – წერია განცხადებაში.

კახა კალაძე: „წინა ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით მტრულ პოლიტიკას ახორციელებდა – არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, არსებობს სამაჩაბლო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g