LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს ორ მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

127
ოკუპაცია

საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ერგნეთში მცხოვრები ლევან პეტრიაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 15 მაისს დააკავეს.

მისი მეგობარი, სოფელ მეღვრეკისის მცხოვრები არჩილ ბასანიძე კი, მეგობრის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა. ისიც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

პეტრიაშვილის ოჯახი დახმარებისთვის წითელ ჯვარს მიმართავს. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული თავს ნორმალურად გრძნობს.

ლევან პეტრიაშვილმა ოჯახთან დაკავშირება ცხინვალის ციხიდან შეძლო და ნათესავებს აცნობა, რომ პატიმრობა შეუფარდეს.

ოჯახის ახლობელმა რადიო „თავისუფლებას“ უთხრა, რომ „საზღვრის დარღვევის“ ბრალდება წაუყენეს.

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამჟამად საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება პატიმრობაში.

magti 5g