LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლივია კოლმანი დედოფალ ელისაბედის როლში – პირველი კადრები

686

სერიალ „გვრიგვინის“ მესამე სეზონის გადაღებები კინოკომპანია „ნეტფლიქსმა“ ზაფხულში დაიწყო. „ემისა“ და „ოქროს გლობუსის“ მფლობელი სერიალის სამსახიობო ანსამბლი წელს რადიკალურად შეიცვალა. დედოფალ ელისაბედს ფილმში ოლივია კოლმანი განასახიერებს, ჰელენა ბონემ კარტერი პრინცესა მარგარეტს, ხოლო ტობაის მენზისი, პრინც ფილიპს. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა კადრები გადასაღები მოედნიდან.

საინტერესოა, რომ მესამე  და მეოთხე სეზონს პარალელურად იღებენ და მასში 1964-1976 წლების მოვლენები იქნება გადმოცემული. ფოტოებიდან ჩანს, რომ ამჯერად სერიალში აბერფანის ტრაგედიის ამსახველ სცენას იღებენ, სადაც დედოფალი პატივს მიაგებს დაღუპულებს. ოლივია კოლმანს ზუსტად ის ნარინჯისფერი პალტო აცვია, რომელიც 1966 წელს დედოფალ ელისაბედს ეცვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g