ოლივია როდრიგომ ოფიციალურად დააანონსა მესამე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით – you seem pretty sad for a girl so in love.
არტისტის ახალი დისკი 12 ივნისს გამოვა და 13 ტრეკს გააერთიანებს.
მომღერალმა სოციალურ ქსელში მომავალი მუსაკალური პროექტის გარეკანი გააზიარა, სადაც ის ვარდისფერი კაბით, საქანელაზე თავდაყირა არის გამოსახული.
როდრიგოს თქმით, ალბომი სავსეა „სევდიანი სასიყვარულო სიმღერებით“ და ის რომანტიკის შიშსა და მონატრებას ასახავს.
მომავალი ალბომისთვის შემსრულებელმა კვლავ დენიელ ნიგროსთან ითანამშრომლა, რომელიც მისი წინა ჰიტ-ალბომების პროდიუსერიცაა.
შეგახსენებთ, რომ ოლივიას სადებიუტო ალბომი იყო – SOUR (2021), რომელმაც მას მსოფლიო აღიარება და სამი „გრემი“ მოუტანა, მეორე კი – GUTS (2023).