LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენი: „აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის საფუძველი – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები“

194
ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეს საშუალება განაგრძონ აქცია. ამის შესახებ განცხადებას ომბუდსმენი ავრცელებს.

„სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­ვე­დი უკ­რა­ი­ნი­დან ამ ბავ­შვე­ბის­თვის, აქ მო­ვე­დი, რომ გთხოვოთ, არ სცე­მოთ ბავ­შვებს“ – დედა სოდონია სამართალდამცველებს ემოციურად მიმართავს

როგორც ლევან იოსელიანი აღნიშნავს, აქციის მონაწილეების დაშლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

„სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეს საშუალება განაგრძონ აქცია“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

პარლამენტთან ცოტნე კობერიძე დააკავეს

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ პოლიცია მოქალაქეებს ამოწმებს, რასაც პროტესტი და ხმაური მოჰყვა – დაკავებულია ერთი პირი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g