LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენი ოპოზიციის საარჩევნო სისტემის კანონპროექტს ეუთოში აგზავნის

88
67658684-2266784550025728-3720018140256534528-o

გაერთიანებულმა ოპოზიციამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე საერთო განცხადება გააკეთა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად ახალი კანონპროექტი მოამზადეს. მათივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტი სახალხო დამცველს გადაუგზავნეს, რომელსაც უნდა განეხილა და შემდგომ ეუთო/ოდირისთვის გადაეგზავნა.

სახალხო დამცველმა კანონპროექტზე განცხადება დღეს გააკეთა. ნინო ლომჯარიას განმარტებით, ის საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერს, თუმცა ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტის ექსპერტულად შეფასება არ შეუძლია.

"ოპოზიციურ ძალებს უპრეცედენტო ერთობა აქვთ" - ოპოზიციამ პროპორციულ სისტემაზე კანონპროექტი მოამზადა

ახლა ბურთი „ოცნების“ მოედანზეა: კანონპროექტი სახალხო დამცველს გაეგზავნება.

ომბუდსმენის განცხადებით, აღნიშნულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტს ეუთოში გადააგზავნის.

“სამწუხაროდ სახალხო დამცველო მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ექსპერტული შეფასება გაუკეთოს კანონპროექტს. ვთავაზობთ ამ შემთხვევაში გამოსავალს მხარეებს. ვინაიდან სახალხო დამცველს აქვს შესაძლებლობა და მანდატი, რომ მიმართოს ეუთო/ოდირს ექსპერტიზის წარმოდგენისთვის…

ჩვენ ავიღებთ იმ კანონოპროექტს, რასაც ოპოზიცია დაარეგისტრირებს პარლამენტში და გავუგზავნით ექსპერტიზისთვის. ეს იქნება ჩვენი მხრიდან, ჩვენი მანდატის განხორციელება.

ამ სიტუაციაში რაღაც გამოსავალი ვნახოთ. პოზიცია, ეს მოდელი შეესაბამება თუ არა კონსტუტუციას არ გვაქვს. თუმცა, სახალხო დამცველი მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g