LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი შევიგრძენი…დღეს ბიჭებს რომ შევხედე, ცრემლი მომადგა თვალებზე – არავინ იცის რომელი ჩვენგანი შეწყვეტს სიცოცხლეს: დომენიკ მანგო ემოციურ პოსტს აქვეყნებს

708
დომენიკ მანგო

„ომი შევიგრძენი…დღეს ბიჭებს რომ შევხედე, ცრემლი მომადგა თვალებზე – არავინ იცის რომელი ჩვენგანი შეწყვეტს სიცოცხლეს“, – დომენიკ მანგო, რომელიც უკრაინაში მოხალისედ არის წასული სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“ზოგი საომრად, ზოგიც დაჭრილების მოსავლელად…” – დომენიკ მანგოს ინიციატივით, 60 ქართველი მოხალისე უკრაინაში გაემგზავრა

“ჩემთან ერთად არის მთელი ავტობუსი 5 ადამიანის გამოკლებით, აქედან 4 თამაშობს მავნებლურ როლს…” – რა მიმართვას ავრცელებს დომენიკ მანგო

„მას შემდეგ, რაც ომი შევიგრძენი და ვუყურე ამ მებრძოლებს, მივხვდი, რომ რემბო სულელი პერსონაჟი ყოფილა. დღეს ბიჭებს რომ შევხედე, ცრემლი მომადგა თვალებზე, სევდიანი იყო ამ იარაღ-ასხმული ვაჟკაცების ყურება ბრძოლის წინ. დავრბოდი 44 ზომა ფეხსაცმლით ხელში და ვაზომებდი, იქნებ მოერგოს და ფეხი არ გაეყინოს-მეთქი, მაინც არ მოერგო… ნეტავ იცოდეთ როგორ შემიყვარდა ყოველი მათგანი და როგორი ემოციებით ვეგებები ყველას დილაობით. ასეთი სიყვარულით არასდროს მითქვამს სიტყვა “შეგერგოს”, რადგან მე ვნაყრდები ამ ხალხის ყურებით. ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ასეთი მშვიდი და ლაღი, როგორიც აქ ვარ, სადაც არავინ იცის რომელი ჩვენგანი შეწყვეტს სიცოცხლეს“, – წერს დომენიკ მანგო.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g