LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ომიკრონი” 2-3-ჯერ ნაკლებ სიკვდილიანობას იწვევს, მაგრამ თუ ინფიცირების შემთხვევები 5-ჯერ მეტი გვექნება, მაშინ ჯამური სიკვდილიანობა გაიზრდება: თენგიზ ცერცვაძე

280
tengiz-tsertsvadze-mtav (2)

“ომიკრონი” 2-3-ჯერ ნაკლებ სიკვდილიანობას იწვევს, მაგრამ თუ ინფიცირების შემთხვევები 5-ჯერ მეტი გვექნება, მაშინ ჯამური სიკვდილიანობა გაიზრდება”,-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით ქვეყანაში მძიმე ვითარებაა.

„ძალიან მძიმე ვითარებაა, მაგრამ ეს იყო პროგნოზირებადი, რამდენიმე ხნით ადრე ექსპერტები ზუსტად ასეთ პროგნოზს აკეთებდნენ, ერთი ერთში ემთხვევა იმას, რაც ახლა ხდება, რომ გაორმაგდებოდა, გასამმაგდებოდა შემთვევების რაოდენობა, ასე მოხდა მთელ მსოფლიოში. ჩვენთან შედარებით, ჯერჯერობით ვირუსის გავრცელება ზომიერია, ვიდრე ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში, ზუსტად ასევეა სიკვდილიანობაც. მართალია “ომიკრონი” ნაკლებად მძიმე დაავადებებს იწვევს, მაგრამ არც ისე ნაკლებად, რომ სიკვდილიანობა შემცირდეს. 2-ჯერ და 3-ჯერ ნაკლებ სიკვდილიანობას იწვევს “ომიკრონი”, მაგრამ თუ შემთხვევები 5-ჯერ მეტი გვექნება, მაშინ ჯამური სიკვდილიანობა გაიზრდება,”- განაცხადა „რუსთავი2“-თან საუბარში ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები