ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას კითხვით მიმართავს.
როგორც თიკა ფაცაცია წერს, გუდაურში ტურისტები კოვიდრეგულაციებს არ იცავენ.
“ომიკრონი, ომიკრონიო ყველა ტელევიზიით. ვარ გუდაურში და არც ერთ ტურისტს არ უკეთია პირბადე…… არც რეცეფციაში, არც ლიფტში, არც მარკეტში…… ვიკითხე ადგილობრივებთან და არ იკეთებენო, ჩვენ უფრო გვიკეთიაო….
შერჩევითი რეგულაციები გვაქვს? მე მიკეთია პირბადე და მინდა ასე იყოს ყველა, სანამ საფრთხე არსებობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration”, – წერს თიკა ფაცაცია.