LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომიკრონის“ შემთხვევების სწრაფი გავრცელების ფონზე, ესპანეთში, ღია სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდა

75
ესპანეთი

ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში, ღია სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდა. განცხადება ამის თაობაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

ესპანეთში მოსახლეობის 80% აცრილია, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსის ახალი ვარიანტის, „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების ფონზე, ქვეყანაში ყოველდღიურად „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის დაახლოებით 50 ათასი მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ ეტაპზე ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კვლავ დაბალია.

“ომიკრონის” გავრცელების გამო ქვეყნები რეგულაციებს ამკაცრებენ – გეგმავს თუ არა დამატებითი შეზღუდვების ამოქმედებას საქართველო

„ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება, ის თითოეული ჩვენგანის სახლში შევა – „ბუსტერ” საუკეთესო დაცვაა: ბილ გეითსი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g