LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ომიკრონის ტალღა აღმოსავლეთისკენ მიიწევს” – ჯანმო საქართველოს სტატისტიკას ეხმაურება

18894
Untitled design (6)

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის ოფისში აცხადებენ, რომ ომიკრონის ტალღა აღმოსავლეთისკენ მიიწევს და იმ ქვეყნებს ასახელებენ, სადაც ბოლო კვირის განმავლობაში შემთხვევების რიცხვი გაორმაგდა.

Euronews-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანმოს ევროპის რეგიონის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ განაცხადა და ქვეყნებს შორის საქართველოც დაასახელა.

გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ-19-ის შემთხვევების რიცხვი გაორმაგდა სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში.

“როგორც მოსალოდნელი იყო, ომიკრონის ტალღა მიიწევს აღმოსავლეთისკენ, აღმოსავლეთის ათმა წევრმა ქვეყანამ ახლახანს აღმოაჩინა ეს ვარიანტი”, – აღნიშნულია კლუგეს განცხადებაში.

მხოლოდ ერთ დღეში, გასულ ორშაბათს, ჯანმო-ს ევროპის 53 წევრ ქვეყანაში 828 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

რეგიონში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი 26 იანვარს დაფიქსირდა – 2 მილიონზე მეტი ახალი ყოველდღიური შემთხვევა.

ჰანს კლუგე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვაქცინაცია დღემდე რჩება საუკეთესო დაცვად მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან კოვიდ-19-ის ყველა იმ შტამის წინააღმდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g