საქართველოში კორონავირუსის “ომიკრონ” ვარიანტით დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება.
ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ უახლოეს პერიოდში დაინფიცირებულთა 80%-ით უკვე ახალი მუტირებული შტამი იქნება.
ექიმები ჯანდაცვის სექტორის პირველადი რგოლის გადატვირთვას პროგნოზირებენ და სიტუაციიდან გამოსავალს ვაქცინაციის გააქტიურებასა და რეკომენდაციების მაქსიმალურ დაცვაში ხედავენ.
პარალელურად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახალ პროტოკოლზე ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას ელის – საუბარია იზოლაციისა და კარანტინის ვადების შემცირებაზე.
ჯანდაცვის დოქტორი ოთარ ჩოკოშვილი აცხადებს, რომ “ომიკრონმა” არსებული შტამის გავრცელების 1/3 უკვე ჩაანაცვლა. სწრაფ გავრცელებასა და შედარებით მსუბუქ ფორმებს, მისი განცხადებით თან სდევს საწოლების გადატვირთვაც.
“ჯოენის” სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი მაია კაშია ამბობს, რომ მოსალოდნელია ლეტალობის შემთხვევების ზრდაც.