LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ომიკრონს” დელტა შტამისგან განსხვავებით, გაცილებით მარტივი მიმდინარეობა აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს მის აბსოლუტურ სიმსუბუქეს: ნათია გორდაძე

147
ნათია გორდაძე

ეპიდემიოლოგების პროგნოზით, საქართველოში პანდემიის მეექვსე ტალღის დასასრული შესაძლოა 2-3 კვირაში დადგეს.

კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური მონაცემები მცირდება, თუმცა სპეციალისტების განცხადებით, არსებული ვითარება მოდუნების საშუალებას არ იძლევა.

“ომიკრონის” შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია შედარებით შემცირებულია, ასევე აღსანიშნავია ის, რომ დელტასგან განსხვავებით, გამოჯანმრთელება უფრო მალე ხდება და ნაკლებად ტოვებს false სიმპტომებს,”- აღნიშნავს ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილი.

იმის გათვალისწინებით, რომ “ომიკრონს” სწრაფი გავრცელება ახასიათებს, სპეციალისტები მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებენ.

“ომიკრონს” დელტა შტამისგან განსხვავებით, გაცილებით მარტივი მიმდინარეობა აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს მის აბსოლუტურ სიმსუბუქეს. იმისათვის, რომ დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობდეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, ბუსტერ დოზა და რეკომენდაციების შესრულება,”- აცხადებს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი ნათია გორდაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები