ომის 134-ე დღე უკრაინაში. ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიების დაბომბვას განაგრძობენ.
ქალაქ ტორეცკში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ერთ ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა.
იბომბება სუმის ოლქიც. გუბერნატორის თქმით თავდასხმები მიროპილსკას, კრასნოპილსკასა და ხოტინსკას მიმართულებით მიმდინარეობს. ჯერ უცნობია არის თუ არა მსხვერპლი.
მასშტაბური ხანძარია ოკუპირებულ ხერსონში. არსებული ინფორმაციით ოკუპანტებმა რკინიგზის სადგურთან მდებარე საწყობები გაანადგურეს.
უკრაინის გენერალური პროკურატურა კი 21 ათასი სამხედრო დანაშაულის საქმეს იძიებს, რომელიც ომის დაწყების დღიდან ყოველდღიურად შესულ 300-მდე შეტყობინებებს ეხება.
ქვეყნის მთავარი პროკურორის თქმით დამნაშავეების უმეტეს ნაწილს დაუსწრებლად გაასამართლებენ.
უკრაინაში მიმდინარე ომის განახლებადი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.