LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის გავლენა ლარზე: პესიმისტური სცენარით, წელს 1 დოლარის ღირებულება 3,4 ლარს მიაღწევს

187
46bdff3ca6059d9087e51adafb10cd85

წელს 1 დოლარის ღირებულებამ, შესაძლოა, 3,4 ლარს მიაღწიოს. Galt&taggart-მა გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც განხილულია, თუ რა შედეგებს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას ომის ორი სხვადასხვა სცენარი.

პირველი სცენარის მიხედვით, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული ომი 1-2 თვის განმავლობაში დასრულდება, საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 3%-ით გაიზრდება, ეს მაშინ, როცა ომის დაწყებამდე ჩვენი ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5-6%-ის ფარგლებში იყო. ამასთან, აღნიშნული სცენარის მიხედვით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5%-იან მაჩვენებელზე შენარჩუნდება, ინფლაციის დონე მხოლოდ 7%-მდე შემცირდება, ხოლო დოლარის კურსი 3.25 ლარის ფარგლებში დაფიქსირდება.

რაც შეეხება მეორე სცენარს, მოცემული სცენარი ომის გაჭიანურებას ითვალისწინებს. მოვლენების ასეთი განვითარების ფონზე, G&T ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს არა თუ გაიზრდება, არამედ 1%-ით შემცირდება. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კი 11%-მდე გაიზრდება, ინფლაცია 9%-ის ფარგლებში დაფიქსირდება. რაც შეეხება გაცვლით კურსს, ამ სცენარის მიხედვით, მიმდინარე წელს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3,4 ლარს მიაღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g