LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებები ახლა მომგებიანი არ არის არც უკრაინისთვის და არც ევროპისთვის: მიხაილო პოდოლიაკი

74
1646383606-მიხაილ-პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ „ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებები ახლა მომგებიანი არ არის არც უკრაინისთვის და არც ევროპისთვის“. როგორც პოდოლიაკმა განმარტა, ნებისმიერი დროებითი ზავი, სამომავლოდ რუსეთის მხრიდან აგრესიის გაგრძელების წინაპირობა იქნება.

„ომი თუ საბოლოოდ არ დასრულდება, უკრაინაში არ დაბრუნდებიან მოქალაქეები და ინვესტორები. ეს იქნება ნაცრისფერი ზონა, რომელიც მუდმივად გაიზრდება და დააწვება ევროპას. ევროპა იძულებული იქნება მუდმივად განახორციელოს უფრო მეტი ინვესტიცია აქ, რომ როგორმე დაგვეხმაროს სიცოცხლისუნარიანობაში. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში არ არის ხელსაყრელი ევროპისთვის“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის თქმით, აგრესორთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, რაც კრემლის უკანასკნელი იმედი, რომ გაიმარჯვოს უკრაინაში, გადაწურული იქნება.

პოპულარულები