LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს, გია ბერიაშვილსა და დავით რატიანს სამხედრო პატივით ხვალ დაკრძალავენ

107
Untitled design (2)

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს – გია ბერიაშვილს და დავით რატიანს ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

დავით რატიანის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში დღეს გაიმართება.

გიორგი ბერიაშვილის პანაშვიდები კი თემქაზე, წმინდა მარიამ ეგვიპტელის ეკლესიაში იმართება.

“სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება დღეს 18:00 საათიდან 22:00 საათის ჩათვლით ქაშუეთის ეკლესიაში. რომ მიდიოდა, იმ იმედით მიდიოდა, რომ მის შვილებს მომავალში არ ექნებოდათ საბრძოლველი იმ ყველაფერზე, რაზეც თვითონ.

რუსეთ-უკრაინის ომზე გადის საქართველოს ბედი, ამის სჯეროდა. სოხუმში რომ მქონდა შემართება, ისეთი მაქვს ახლაო. რა თქმა უნდა, ის ჩვენთვის გმირია”, – განაცხადა დავით რატიანის მეუღლემ ია შაშვიაშვილმა.

შეგახსენებთ, ქართველი მებრძოლები, რომლებიც უცხოელ მოხალისეთა რაზმში, უკრაინის მხარეს იბრძოდნენ, 18 მარტს, ირპენთან ბრძოლაში დაიღუპნენ.

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბახვა ჩიქობავა, რომლის ჩამოსვენებაც საქართველოში ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, 19 მარტს მარიუპოლში დაიღუპა.

“ომში სრულიად მარტო, ჩუმად წავიდა”, “აფეთქებამდე რამდენიმე ოკუპანტიც წაიყვანა თან” – უცნობი დეტალები ომს შეწირულ ქართველ გმირებზე

„იქნებ, ბოლო სურათია ჩვენთვის, გადავიღოთო. სახეზე კი გვაწერია, რა ხასიათზეც ვართ, ვერ ვუშველეთ…“

გმირულად ცხოვრობდა და გმირულად დაიღუპა! მან გადამარჩინა სიკვდილს, გმადლობთ, რომ ჩემს გვერდით იყავით – უკრაინელი ჟურნალისტი დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე

magti 5g