LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა გავრცელებულ ჩანაწერებში საკუთარი საუბარი ამოიცნო

197
გელა ბოჩიკაშვილი

On.ge-ის ყოფილი მთავარი რედაქტორის, გელა ბოჩიკაშვილის განცხადებით, მან დღეს გავრცელებულ ფარულ ფაილებში, საკუთარი სატელეფონო  საუბარი ამოიცნო. როგორც ბოჩიკაშვილმა აღნიშნა, ჩანაწერებში სატელეფონო კომუნიკაციის შინაარსია ჩაწერილი.

მისივე თქმით, ფაილებში არის 2 ეპიზოდი, რომელიც ასახავს მის საუბარს საპატრიარქოსა და „კავეა“ – თბილისი მოლის პრესსამსახურებთან. ბოჩიკაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული სატელეფონო ზარები პროფესიული საქმიანობის შესრულებისას არის განხორციელებული.

ცნობისთვის, ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებასა და არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაციასაც შეიცავს.

მამუკა ხაზარაძე: ვადასტურებ, რომ გვისმენენ და ჩანაწერში ჩემი სიტყვები ზუსტად არის აღწერილი

უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პირმა, მათ შორის ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

„ორი წლის წინ მთვრალი იაკობი მირეკავდა ხოლმე და საპატრიარქოს შიდა ამბებს მიყვებოდა,“ – ეკა კვესიტაძე გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება

 

 

 

 

 

magti 5g