LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონლაინ შოპინგის საფრთხეები: თუ მომხმარებელი გამოუცდელია შეიძენს ნივთს, რის შემდეგაც ამ ონლაინ მაღაზიის მფლობელი შეიძლება საერთოდ „აორთქლდეს”

145
101356332-106367061107543-1273627686400425984-n

ელექტრონული კომერციის ასოციაცია ონლაინ შოპინგის დროს არსებულ რისკებზე საუბრობს. ამ ასოციაციის პრეზიდენტი თამარ გოგოლაშვილი ამბობს, რომ ბაზარზე ბევრი არაკეთილსინდისიერი ონლაინ მაღაზია გაჩნდა. საკითხზე მან „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა.

„ბევრი ახალი არაკეთილსინდისიერი ონლაინ მაღაზია გაჩნდა. ბაზარზე ძალიან მარტივი შემოსვლის მექანიზმია. ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია Facebook-ზე დაარეგისტრიროს ვებგვერდი და მომხმარებელს საკუთარი მომსახურება შესთავაზოს. ასეთ დროს, თუ მომხმარებელი გამოუცდელია შეიძენს ნივთს, რის შემდეგაც ამ ონლაინ მაღაზიის მფლობელი შეიძლება საერთოდ “აორთქლდეს”, მომხმარებელი კი ფულს დაკარგავს. ამ შემთხვევაში მომხმარებლის ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია. ამ ინდუსტრიის ცნობადობა უნდა გაიზარდოს და 2022 წელს ეს ასოციაციის ერთ-ერთი მიზანი იქნება“,- აღნიშნა გოგოლაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ელექტრონული კომერციის ბაზარი მზარდია. ბოლო წლებში კი მომხმარებელს მომსახურების გაწევას არაერთი ონლაინ მაღაზია სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g